კალაძე: შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ

„მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ფეხბურთს ნაკრების მწვრთნელ, ვილი სანიოლიზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. კალაძეს ვალუტა არ დაუკონკრეტებია თუმცა თქვა, რომ სანიოლის თვიური ხელფასი 20 000-ია და ამ თანხად ქართველ მწვრთნელსაც ვერ იშოვიდა ნაკრები.

„რას ვაფასებ ამ ადამიანში – მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. 20 000-ია მისი ყოველთვიური ანაზღაურება. შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, ვინც ამ თანხად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აიღებდა,“ – განაცხადა ვილი სანიოლზე.

47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2021 წლის თებერვლიდანაა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან