კალაძე: სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ …

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ს საქმეზე ს მიერ Chatham House-ში გაკეთებულ განცხადებებს.
დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.
„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, ინიღბებოდა დემოკრატიით, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის” კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი” ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს და ეს იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები