კალაძე ჟურნალისტებს: არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ გესაუბროთ იმსათან დაკავშირებით თუ რას ფიქრობს ბატონი (ვიდეო)

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის მერი ექს-პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილზე დასმულ კითხვას პასუხობს.

“ძალიან სამწუხაროს” უწოდებს ფაქტს, როცა მათი ყოფილი თანაგუნდელების მისამართით კონკრეტული ბრალდებები არსებობს.

“პირველები” დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ხმაურიან დაკავებებსა და კორუფციულ საქმეებზე, სადაც “ოცნების” ლიდერები არიან ფიგურანტები, თუმცა კალაძემ ამ მიმართულებით საუბარი არ ისურვა.

მან არ დააკონკრეტა, ბოლოს როდის და რა თემაზე ესაუბრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს:

ძალიან ცუდი და ძალიან სამწუხაროა, როცა შენს ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ. არის კონკრეტული ბრალდებები. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი რამ ხდება. სხვა დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. 

[რას ფიქრობს ივანიშვილი] ეს კითხვა შეგიძლიათ, ბატონ ბიძინას დაუსვათ. ეგ არ არის თქვენი საქმე, [მქონდა თუ არა კომუნიკაცია ივანიშვილთან] ვისთან ან როდის მქონდა კომუნიკაცია. როდესაც ბატონ ბიძინასთან გექნებათ შესაძლებლობა შეხვედრის, შეგიძლიათ ჰკითხოთ. არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ გესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს . არ არის ეგ თქვენი საქმე როდის და ვის ვესაუბრები”- თქვა კალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ს პროცესი, მოულოდნელად დღეს ჩაინიშნა. არადა, გეგმის მიხედვით, “ქართულ ოცნების” ექს პრემიერი საქმის განხილვა 12 თებერვალს იყო დაგეგმილი.

დღეს ჩანიშნული სხდომის დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტს “პირველებს” სასამართლოს კანცელარია უდასტურებს, ვიცით მოსამართლე რომ ეკა ბარბაქაძე იქნება, მაგრამ სხვა ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.