კალაძე პრეზიდენტის ღირსების ორდენზე: ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა მათი კოლეგები გამოტოვეს. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემას გამოეხმაურა.
“რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია.
მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლენიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია” – თქვა კახა კალაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც 13 ივნისს გავრცელდა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა – ჯილდო კი მათ სექტემბრის დასაწყისში, ორბელიანების სასახლეში გადაეცემათ.
“გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ამჯერადაც ასე მოხდა, 2024 წლის 23 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა მაისის ბოლოს, ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა. მათი მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს”. – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
13 ივნისსვე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესაბამისი აქტისთვის ხელი არ მოუწერია.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე ს ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს 27 მარტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან:
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, , გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები – ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი – გიორგი კაციტაძე; ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.