კალაძე: მინდა ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

მინდა ირაკლი ს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ყველა ვხედავთ, თუ რა გამოწვევები და სირთულეებია. იცით, როგორ პერიოდში გვიწევდა მუშაობა, როგორი შემოტევა, როგორი ზეწოლა იყო. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ მ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი მმართველ პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„საზოგადოება აუცილებლად უნდა მოატყუონ, შეიყვანონ შეცდომაში, ნიჰილიზმი გაუჩინონ. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ცხადია, როდესაც ასეთი ცვლილებები ხდება, ისინი ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინონ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერი მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და რეალური შანსი და შესაძლებლობაა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა