კალაძე: მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა

მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ბანერი აღმართეს.

მისი თქმით, “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია”.

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რაც შესაძლებელია. მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა და იმ უბედურების, რაც 2008 წელს მივიღეთ. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ბანერი აღმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე – 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს – სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“