“კალაძე იქნება სანგარში თუ მდინარაძეს ეჭირება ტყვიამფრქვევი? ბიძინა ბერას გაგზავნის წინა ხაზზე? ტანკს იყიდის?” – ტაბლიაშვილი

ისე, ჩვენში დარჩეს და, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე მინდა თუ არა ომი?..
თქვენ ხომ, ომის შემთხვევაში, მოხევთ, ანუ, მოცუცქავთ აქედან?!.. აბა, კალაძე იქნება სანგარში თუ მდინარაძეს ეჭირება ტყვიამფრქვევი? ეშმაკმა უწყის, სად იქნება ორივე მათგანი! და რომელ სოროში იქნება შემძვრალი ! რა მნიშვნელობა აქვს ამას მაგალითად ვასიკო ჩიგოგიძისათვის?! რუსებთან ვერ დაალაგებს თუ რა? და ობოლაშვილისათვის? ამგვარი მინი ოლიგარქებისათვის? ბიძინასთვის რა მნიშვნელობა აქვს? შეკვდომას აპირებს თუ ბერას გაგზავნას წინა ხაზზე? აბასთუმნის უღრანებიდან ამაზონის ჯუნგლებში არ წავა? აქ იქნება? ტანკს იყიდის? ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას? ჯარს უბრძანებს გამოდითო? არ დანებდება? ან… ან მაგალითად თავდაცვის უწყებისათვის რა მნიშვნელობა აქვს ამ კითხვაზე პასუხს? მისი ხელმძღვანელები კასტუმებს გაიხდიან და ფორმებს ჩაიცვამენ? ჯარის დაშლაზე არ წავლენ? შეაკვდით მტერსო – ამას იტყვიან? გოგა ხაინდრავასთვის რა მნიშვნელობა აქვს? არა… აქ ვცდები! მისთვის სწორედაც რომ აქვს მნიშვნელობა! ნაომარზე რამეს წამოიღებს! ხოლო მანამდე კაკლი… კაკლუ… ჩაკაკლვა იქნება… დაიჭირეთ ის! ჩააძაღლეთ ის!… საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ესვრის… ან გაეკიდება! როგორც იმ ავტობუსს გაეკიდა, 92-ის იანვარში, რომელშიც ზვიადისტები ისხდნენ (წყარო ჯაბა იოსელიანი). ჰოდა, თუ ომი არ გინდათ ჩემთვის! მე დიდად ნუ მიფრთხილდებით, ბრატცი… მე და ჩემისთანა ასობით ათასი მოქალაქე ისედაც ომშია!.. სხვათა შორის, თქვენივე ის მომხრეებიც, რომლებიც ომის შემთხვევაში ავტომატს აიღებენ ხელში!.. ოთხს ვიცნობ პირადად! ჰოდა, კიდევ ერთი კითხვა – გიორგი მეშვიდეს ომი უნდოდა? და ერეკლე მეორეს?
აღა მახმად ხანი ვინ შემოიყვანა 1795 წელს?

ასევე დაგაინტერესებთ