კალაძე: თუ უკრაინისთვის სააკაშვილია პრიორიტეტი, ეს მათი გადასაწყვეტია

თბილისის მერი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ს ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
ამის შესახებ პოდოლიაკმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ქართულ ოცნებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლება ძალიან სწორი და ჰუმანური ნაბიჯი იქნება.
“ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები. მათთვის თუ სააკაშვილია პრიორიტეტი, ეს მათი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე. სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლებული იქნება”, – ამბობს კალაძე.