“კალაძემ ახალი კაბის ჩასაცმელად სხვა ადგილი იპოვოს – ჩვენ ვიდგებით მშვიდობიანად. და ვიდგებით რუსთაველზე” – იაკობ ჯანგავაძე

აქციის ადგილი არის რუსთაველი.
კალაძემ ახალი კაბის ჩასაცმელად სხვა ადგილი იპოვოს. თუ რამე შელაპარაკებას ექნება დღეს პარლამენტთან ადგილი, მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა იქნება. არ შეიძლება რეჟიმს დაუთმო ყველაფერი – ნაძვის ხის დადგამზე არავის ჰქონია პროტესტი. ახლაც იქაა. ეს საკმარისი პროვოკაცია არ იყო, დღეს ნაძვის ხის გახსნის ცერემონია ჩანიშნა იმ ადგილას, სადაც 2 კვირაზე მეტია აქცია იმართება. ესეც პროვოკაციაა. ჩვენ ვიდგებით მშვიდობიანად.
და ვიდგებით რუსთაველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge