კალასი: საქართველო ისეთ ნაბიჯზე უნდა ფოკუსირდეს, რაც EU-თან დააახლოებს და არ დააშორებს

ს პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, საქართველო ისეთი ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რაც ევროკავშირთან დააახლოებს და არ დააშორებს.
ამის შესახებ მან ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
“შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას.
როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არ დააშორებს”, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.