კალასი: მოსკოვში ორბანი არანაირად წარმოადგენს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოზიციებს

მოსკოვში არანაირად წარმოადგენს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოზიციებს. იგი ევროკავშირში [უნგრეთის მორიგე] პრეზიდენტობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად იყენებს.
ევროკავშირი აშკარად გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და ს აგრესიის წინააღმდეგ.
წერს ს პრემიერმინისტრი, კაია კალასი X-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მალე კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს, ხოლო კალასს პრემიერმინისტრის პოსტზე კრისტენ მიჰაუ შეცვლის.
დღეს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. მან X-ზე მოსკოვის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სათაურით “სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება: მოსკოვი”.
აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.