კალასი: ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას

გუშინ, ს პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა.
კალასი X-ის პლატფორმაზე წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
“შევხვდი ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს, ხამაშურიძეს. შევთანხმდით იმ საკითხზე, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, საქართველოს ნაბიჯები უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე.” – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ის პლატფორმაზე.