კალასი: დღეს ჩვენ შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგია დავამტკიცეთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის მიმართ.
“შავი ზღვის რეგიონს ევროკავშირისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან კავშირის გამო. ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით. ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროპასთან. და მოლდოვა გაწევრიანებისკენ მიდიან, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. მაგრამ რეგიონის პოტენციალი ს ომის გამო შეზღუდულია”, – თქვა კალასმა.
დოკუმენტში ლაპარაკია მხარდაჭერისა და სარგებლის შესახებ, რასაც ევროკავშირი დაინტერესებულ პარტნიორებს ინტეგრაციის პროცესში სთავაზობს და ასევე მათი პოლიტიკის თანხმობის მნიშვნელობაზე ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან.
“ევროკავშირი მჭიდროდ იმუშავებს პარტნიორთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეჯერებისთვის, სანქციებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. კონკრეტული ყურადღება იქნება EU-ის შემზღუდავი ზომების გაძლიერებაზე რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, განსაკუთრებით სანქციებისა და მათი გვერდის ავლის თვალსაზრისით”, – წერია კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.