კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია

მოგეხსენებათ, გუშინ ღამე ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, , რის გამოც ქვეყანაში გამოცხადდა გლოვა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ქვეყნის სულიერი მამის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ როგორც საკალათბურთო საზოგადოებას, ისე მთლიანად საქართველოს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე დღით შეაჩეროს დაგეგმილი ღონისძიებები. შესაბამისად, ყველა მიმდინარე ტურნირების მატჩები გადადებულია და მათი გამართვის, ასევე ჩემპიონატების განახლების ზუსტი თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
GBF.GE