კაკაო ახალ რეკორდებს ხსნის – ფასმა $11 ათასიანი ზღვარი გადალახა

კაკაოს ფიუჩერსებმა ნიუ-იორკში მიაღწია ახალ ისტორიულ რეკორდს, რადგან მიწოდების გლობალური დეფიციტისა და მაღალი ფასების მიუხედავად შოკოლადის ქარხნებში გადამუშავების იგივე ტემპი ნარჩუნდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ყველაზე აქტიური კონტრაქტი გაიზარდა 5%-ით და პარასკევს გამართულ ვაჭრობაში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს 11,578 დოლარს მეტრულ ტონაზე.
ბაზრის დახურვის შემდეგ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დაფქული კაკაო – რომელიც მუშავდება საკონდიტრო ნაწარმში გამოსაყენებელ ცხიმად და ფხვნილად- ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი კვარტალში თითქმის 4% -ით გაიზარდა .
ევროპაში გადამუშავება მხოლოდ 2%-ით დაეცა, აზიაში კი – კიდევ უფრო ნაკლებით. ეს იმ ფონზე, როდესაც კაკაოს ფიუჩერსების ფასები 2024 წლის დასაწყისიდან გაორმაგდა.
ფიუჩერსი – საქონლის ან საფონდო ბირჟაზე გარიგების სახე, რომელიც გულისხმობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების წინასწარ შესყიდვას კონტრაქტში მითითებული ფასით გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ