კაკაბაძე კაპიტანი იყო – “კრაკოვიამ” მოუგებელი სერია დაასრულა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში “კრაკოვიამ”, რომელსაც ოთარ კაკაბაძემ უკაპიტნა, საკუთარ მოედანზე “ლეგია” 2:0 დაამარცხა.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, დუბლი კი ფინელმა თავდამსხმელმა ბენიამინ კელმანმა შეასრულა.
“კრაკოვიამ” ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 21 ქულით მეცამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 თებერვალს სახლში “რადომიაკთან” ჩაატარებს.
კრაკოვია – ლეგია 2:0
გოლები: 1:0 კელმანი (25), 2:0 კელმანი (57)