კაისერის ზოოპარკმა 2023 წელს თითქმის ნახევარი მილიონი ვიზიტორი მიიღო

თურქეთში, ქალაქ კაისერის ზოოპარკმა, რომელიც ცენტრალური თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია, გასულ წელს 450 000-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო.
ზოოპარკი, რომელშიც ამჟამად 153 სახეობის 1600-მდე ცხოველია განთავსებული, 2013 წელს აშენდა.
ეს არის პირველი ადგილი, რომლის მონახულება სურთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს ქალაქში ჩასვლისთანავე. ცენტრალური თურქეთის უდიდესი ზოოპარკი მოიცავს 18 ჰა-ს.
ზოოპარკში წარმოდგენილია ცხოველთა სახეობების სამი ჯგუფი: ეგზოტიკური, ტროპიკული და შინაური.
„ჩვენი დათვები არ იზამთრებენ, რადგან ადვილად იღებენ საკვებს. ანუ ველურ ბუნებაში ამას სწორედ იმიტომ აკეთებენ, რომ საკვებს ვერ პოულობენ. აქ ასეთი პრობლემები არ არის, ამიტომ მათ არ სჭირდებათ ჰიბერნაცია“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი.
ზოოპარკში განსაკუთრებით ბევრია ტროპიკული ფრინველის სახეობა, რისთვისაც პერსონალი ასევე ქმნის შესაფერის ტემპერატურულ პირობებს და ტენიანობას. ზოოპარკი ვიზიტორთა დიდ ნაკადს განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ