კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება

კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება
რეალურად, ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი .
„უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასეთ დროს, ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ ვიცი. ერთ ქვეყანაში არ შეიძლება, სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს.
სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რომ რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი . მე მაინც მგონია, რომ გამოვა, არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში