კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და მოსამართლეები არ სჭირდება

კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, წერს სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, კაია კალასისა და ევრობიუროკრატების მიერ შემოთავაზებული სანქციები სწორედ იმიტომ მოიცავს ორ მოსამართლესაც, რომ მოხდეს სხვა მოსამართლეების დაშინებაც.
„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტებს – რამდენიმე დამრჩა ფბ-სამეგობროშიც, ცოტა ხნით საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადონ, და ამ გაქსუებული ევრობიუროკრატის ეს კონკრეტული განცხადება შეაფასონ, გააკეთონ ეს როგორც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებმა (თუკი სურთ ასეთები იყვნენ), როგორც ამ ქვეყნის მკვიდრებმა (თუკი საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ) და შემდეგ თქვან – რასთან გვაქვს საქმე?

აია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული. რატომ უწესებენ სანქციებს ორ მოსამართლეს? იმიტომ რომ სხვები დააშინონ – თუ ჩვენთვის მისაღებ განაჩენებს არ გამოიტანთ, იგივე მოგივათ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ისე, თუ ხვდებით, როგორ “დეპოში” უნდათ შეგვიყვანონ!“,-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს