კაია კალასი – რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე იძულებული არ გახდება, ასე მოიქცეს

რუსეთი ზაფხულის წარუმატებელ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმებით ნიღბავს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას.
მისი თქმით, ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ, ვიდრე საჭირო იქნება: სანქციების შემდეგი პაკეტის დასრულება, დაფინანსების უზრუნველყოფა, იარაღის მიწოდება. რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე იძულებული არ გახდება, ასე მოიქცეს“, – წერს კალასი.