კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე – ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება – რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება

ევროკავშირმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი წარმოადგენს.
„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება“, – წერს კაია კალასი.
ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები