კაია კალასი ს წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე – მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და მეორადი სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, შესაძლოა, მოიცავდეს ს ენერგეტიკულ, ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდვებს, ასევე მეორად სანქციებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განუცხადა.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იქნება ფინანსური და ენერგეტიკული სანქციები.
„ჩვენ შემდეგ პაკეტზე ვმუშაობთ და ახლა მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი დევს. რა თქმა უნდა, მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და ყველა მეორადი სანქცია, მაგალითად, რომელიც ამერიკელებმა შემოიღეს, ასევე ფინანსური მომსახურების შეზღუდვები, რაც ეფექტურად ბლოკავს მათ წვდომას იმ კაპიტალზე, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებათ“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში