კაია კალასი – რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების გახშირება შემაშფოთებელი და აუტანელია

სულ უფრო ხშირად იყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, რათა რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენებით ქვეყანა დაიმორჩილოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმაწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ისაუბრა გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქიმიური იარაღი სულ მცირე 9000-ჯერ გამოიყენა და ახლა კი მის გამოყენებას აძლიერებს.
„მაშინ, როცა დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება ვფიქრობ, რომ ეს დიდ, დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება, რათა დანებდეს. მოგეხსენებათ, ეს ნამდვილად აუტანელია“, – აღნიშნა კალასმა.
რუსეთმა ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციას ხელი 1993 წლის 13 იანვარს მოაწერა და მისი რატიფიცირება 1997 წლის 5 ნოემბერს მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)