კაია კალასი – ს მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და -სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს

რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და -სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, ს პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა“, – აცხადებს კალასი.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტნიორები ს მის შეწყვეტაში არ დაეხმარებიან.
„ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“, – წერს კაია კალასი.