კაია კალასი – მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას – ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა ომი დაასრულოს

ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მან დაასრულოს ომი. მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სანქციების სამიზნე ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ მეტი ნაწილია, რომელიც პუტინის აგრესიის დასაფინანსებლად შემოსავლის მისაღებად ნავთობის უკანონოდ გადაზიდვას ახორციელებს. სანქციები ასუსტებს რუსეთის საომარ ფონდს“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს