კაია კალასი – მარკო რუბიოს ვესაუბრე – რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი -სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა.
ინფორმაციას კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მარკო რუბიოს ვესაუბრე. ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით. აშშ-სთან ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით“, – წერს კაია კალასი.