კაია კალასი: კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს

ს წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ ს სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, – წერს კაია კალასი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ევროკავშირი კრემლზე ზეწოლის გაგრძელებისთვის მზად არის.

„სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები. ევროკავშირი პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების მიზანში ამოღებით სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს და იმპორტსა და ექსპორტზე ახალ აკრძალვებს აწესებს“, – აღნიშნავს .

ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა