კაია კალასი – კიევზე განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას

უკრაინის დედაქალაქ კიევზე გუშინ განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და ეს არის ის, რაც მათ ისინი რეალურად ხვდებიან: ზეწოლა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.
მისი თქმით, დღევანდელი განხილვის მთავარი თემებია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და თავდაცვის მზადყოფნა.
„ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობების სფერო, სადაც მეტი უნდა გავაკეთოთ. მოველი, რომ წევრი სახელმწიფოები ამ შესაძლებლობების სფეროებში ლიდერობას აიღებენ. ამიტომ, ჩვენ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნა კალასმა.
ცნობისთვის, 29-30 აგვისტოს დანიაში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს