კაია კალასი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტს ს შეხვდა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის შემდგომ პაკეტებზე ვმუშაობთ. ასევე, ვმუშაობთ სანქციების მე-19 პაკეტზე, რათა რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ. უკრაინის მომავალი ევროპაშია. მ თავის მხრივ ბევრი გააკეთა პირობების დასაკმაყოფილებლად და ჩვენც ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების პროცესში პროგრესი გვქონდეს“, – განაცხადა კალასმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან „მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა“.
„ცალკე განვიხილეთ სპეციალური ტრიბუნალის საკითხი. მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირიდან თანხების გამოყოფის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და ადასტურებს, რომ სამართლიანობის მისაღწევად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ხდება“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია