კაია კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავს

კაია კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს სირიისთვის სანქციების მოხსნაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მან 12 იანვარს, ერ-რიადში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.
ეს კონფერენცია სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იმართება.
კალასმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან ბრიუსელში, რათა განიხილონ სირიისთვის სანქციების გაუქმება.
“ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იმ დროისთვის რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)