კათოლიკური და სომხური ეკლესიები დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობენ

კათოლიკური და სომხური ეკლესიები დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობენ.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას დღესასწაულს ულოცავს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რწმენის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ