კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია მოხდა

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება – უთხრეს რადიო თავისუფლებას “საქართველოს ელექტროსისტემაში”.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რეგიონებს შუქის მიწოდება აღუდგათ და სარემონტო სამუშაოები გრძელდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.

“საქართველოს ენერგისისტემის” ცნობით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

“თელასის” ცნობით, ელექტროენერგია 13.00-ზე აღდგება, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია