„კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა – „საქართველოს ელექტროსისტემა“

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ცნობით, 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“.
წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.
ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ გამოიწვია ელექტროსისტემაში ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად კი, 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან 35 წუთში მოხერხდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაიწყება გამოძიება.
19 აპრილს თბილისის დიდ ნაწილს და რეგიონებს ელექტროენერგია გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
ავარიის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსაც. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო