კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის ისტორიაც 1998 წლიდან იწყება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.
„კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას: ბიზნესი, სამართალი, მედია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა და დიზაინი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმი, , ეკონომიკა და განათლება. CU სამივე საფეხურზე – ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა – ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი დაარსების დღიდან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და ამჟამად, 71 ქვეყნის 300 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს ერთობლივ 3 წლიან პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან და გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს როგორც CU-ის, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტის.
„მივესალმებით კავკასიის უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორებით, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოთი. როგორც მოგეხსენებათ კვალიფიციური კადრები და მაღალი დონის სპეციალისტები ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, უნივერსიტეტის წევრობა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დარწმუნებულები ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო პროექტი და თანამშრომლობა გველოდება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.