კავაის 36 ქულა, ჰარდენის ორმაგი დუბლი და “კლიპერსის” მიჯრით მე-7 გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლა და 144:122 დაამარცხა. კალიფორნიული გუნდისთვის ეს მიჯრით მე-7 გამარჯვება გახლდათ.
კვლავინდებურად საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა, ნორმან პაუელმა – 16, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა – 10 ქულა და 12 ასისტი.
“ნიქსის” შემადგენლობიდან ჯეილინ ბრანსონმა და ჯულიურ რენდლიმ 22-22 ქულა ჩააგდეს, ხოლო არჯეი ბარეტმა და დონტე დივინცეჩომ – 18-18.
“ნიქსი” 14 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, იმავე 19 დეკემბერს კი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში