კადიროვს პანკრეონეკროზი დაუდგინდა

ჩეჩნეთს ლიდერს რამზან კადიროვს პანკრეონეკროზი დაუდგინდა და ეს დაავადება ექიმებმა ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება.

მაშინ კადიროვმა სწრაფად დაიკლო წონაში, რაც ამ დაავადების თანმდები მოვლენაა. 2022 წელს დაავადებამ პროგრესირება დაიწყო, რაზეც ასევე კადიროვის გარეგნობა მეტყველებს.

„კადიროვის მუცელმა ფორმა შეიცვალა, მას სუნთქვა უჭირს, რთულად მეტყველებს, ასევე ძალზე თბილად იცვამს, რაც ჩეჩნეთის თბილი ჰავისთვის უცნაურია“, – წერს გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ რამზან კადიროვს ენდოკრინული სისტემის პრობლემებიც დაუდგინდა.

2023 წელს კადიროვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სწორედ მაშინ კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ ჩეჩნურ ტელეგრამ-არხებზეც გამოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ