“კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ ღიღინებდა ბიძინას და ბერას მიმართულებით” – მშვილდაძე

ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე, კაბუზე, პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე და სასამართლოს მიერ 10 000 ლარიანი გირას შეფარდებაზე საუბრისას, „რეაქციაში“, ამბობს:
კაბუ რომ არის ახლა ამ როლში, ეგეც ირონიული მგონია, იმიტომ, რომ კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში, სამუშაოს საძიებლად კი არ იყო წასული, გაქცეული იყო იმიტომ, რომ რაღაცას ღიღინებდა არაკორექტული მიმართულებით ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა, ამას ღიღინებდა, მოუწია გაქცევა. ის მოძალადე არ არის მხოლოდ, მსხვერპლიც არის ამავე სისტემის, რომელიც საკუთარი ძალის დემონსტრაციისთვის იყენებს ახლა კაბუს. მთელი უბერება ამაშია, ვერც გაბრაზდები, ამიტომ კაბუზე პირადად არვ ვლაპარაკობთ, რომელიც თავის დრამას მიაგორებს, ცდილობს რაღაცას, წვალობს და ნერვები არ ჰყოფნის. აქ ბოროტი არის სისტემა და ქალზე ძალადობა, საერთოდ ძალადობა როგორ შეიძლება.
დაუსჯელობაა აქ მთელი უბედურება, დაუსჯელობა ბოროტების – ვცდილობთ, რომ მოვიტანოთ ამ ქვეყანაში ისეთი ცვლილებები, სადაც დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება, ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ გულუბრყვილობაა.”

ასევე დაგაინტერესებთ