“კაბინეტში იმ ბატონებს რომ თვალებს უჟუჟუნებდა… კობახიძეს არ შეუძლია იყოს კონსტიტუციის ერთგული” – ბესელია

პოლიტიკოსი, , ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ ვეტინგი მიუღებელია საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ტვ პირველთან ეხმაურება და ამბობს:
ვეტინგი – არ არის რთული საკითხი და ჩვენ გვაქვს საამისოდ კონსტიტუციური გამოსავალი. მინდა ყველამ ჩახედოს კონსტიტუციის იმ გარდამავალ მუხლს, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა, მალე ეწურება ვადა, მაშინ, როცა კონსტიტუციური ცვლილებები მივიღეთ, ვენეციის კომისიამ დაუჭირა მხარი, ჩაგვეწერა, მოსამართლეების დანიშვნა მომხდარიყო გამოსაცდელი ვადით, და როცა გაივლიდნენ კომპეტენციის და კეთილსინდისიერების ტესტს, მხოლოდ მას შემდეგ დანიშნულიყვნენ უვადოდ. ეს მოხდა იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დიდი ნაწილის რეპუტაცია არის დიდი დარყმის ქვეშ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამი სანქცირებული მოსამართლე ჰყავს სისტემას, სამივე გავლენიანია და მთელ სასამართლო სისტემაზე ზეგავლენას ახდენენ. როგორ უნდა წავიდეს ეს ხალხი სისტემიდან? – უნდა წავიდნენ და ოცნება, ამას არ დაუშვებს. იმას რასაც ამბობს , რომ ვეტინგი არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეს არ არის ასე, მართლმსაჯულების პრინციპს და სასამართლოს დამოუიდებლობას არღვევს ის, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო კობახიძე, ის ბატონები რომ კაბინეტში მობრძანდებოდნენ, თვალებს რომ უჟუჟუნებდა და ინსტიტუციურად რომ ეუბნებოდა, რასაც გინდა იმას გავაკეთებ. ამას რომ პარლამენტი ეუბნება ხელისუფლების ერთ დიდ შტოს, აი, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. და ნუ გვასწავლის რა არის კონსტიტუციის დაცვა, მან აჩვენა, რომ არ შეუძლია იყოს კონსტიტუციის ერთგული. რა თქმა უნდა არც ის შეიძლება, თქვა რომ გავყრი ამ ხალხს, გავაგდებ მოსამართლებს და მოვიყვან სხვას, არა, ესე არ ხდება, როგორც იურისტს ძალიან კარგად მესმის, მოსამართლე ორმ ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია, როცა კანონს არ არღვევს, მაგრამ კანონს როცა არღვევს და არღვევს მოსამართლე კანონს, როდესაც პოლიტიკურ დავალებას ასრულებს და ზეგავლენით იღებს გადაწყვეტილებას, კონსტიტუცია ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, პირველ რიგში მოსმართლე კანონის წინაშე თანასწორია და პასუხი უნდა აგოს. თავი არ მოვიტყუოთ, ეს ამ პარლამენტში ვერ მოხდება, ეს არის ახალი კოალიციური ხელისუფლების გასაკეთებელი და ჩვენ შევთანხმდით ამაზე, რომ რეფორმა რომ ჩატარდება, სასამართლოში უნდა მოვიდნენ პატიოსანი, კეთილსინდისიერი, სანდო, დამოუკიდებელი იურისტები. ვეტინგი იქნება ახალი, კოალიციური მთავრობის ახალი ამოცანა.

ასევე დაგაინტერესებთ