18 აპრილს, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ:
· ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი
· გორის, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვთა გუნდი
· ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია ქ.თბილისის მერია.