იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა – ჯანდაცვის სამინისტრო

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა – ჯანდაცვის სამინისტრო
იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა.
პროგრამის მიზანს, დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს.
განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაზე ზრუნვა, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით, ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა