“იცით რატომ არ ერთიანდებიან ე.წ “პატარა პარტიები?” – დათო გამცემლიძე

“იცით რატომ არ (“ვერ” კი არა, არამედ”არ”) ერთიანდებიან ე.წ “პატარა პარტიები?”
პირველ რიგში ქართული მედიის უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი მიდგომების გამო: როდესაც მიკროსკოპული რეიტინგის და მხარდაჭრის მქონე პარტიის ლიდერშიპმა იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის (ანუ პარლამენტში წარმომადგენლობის) გარეშეც მოხდება ტელე-სივრცეში მისი აქტუალიზება ანუ მაინც მიიწვევენ ტელევიზიებში, მაინც მოახდენს ტელე- მედია მის აქტუალიზება- გასერიოზულება-გაარსებითებას….. სულაც აღარ ისწრაფვის პოლიტიკური ლეგიტიმაციისკენ; ანუ მიროსკოპული რეიტინგის მიუხედავად, საინფორმაციო სივრცეში მაინც ისევე “არსებითი” და “მოთხოვნადია”, როგორც დიდი, სერიოზული, არსებითი მხარდაჭერის მქონე პარტიები. ზოგჯერ მათზე მეტადაც. რაღას შეიწუხოს თავი, როცა მისი გულისთქმაა”მე ვარ და ჩემი ნაბადი?” ამას ემატება სრულიად იდიოტური კანონი “პარტიუკების” სახელმწიფო დაფინანსების შესახებ. ასე ჩვენ ნორმალურ დემოკრატიას ვერასდროს ვერ ავაშენებთ.
და ამათ კიდევ ჰყოფნით თავხედობა მოითხოვონ: “არ გავერთიანდებით და ბარიერი დაგვიწიეთ 2 % მდეო”.

ასევე დაგაინტერესებთ