“იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

“იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან
“გამარჯობა, ყველას მივესალმები გლდანის მე-8 იზოლატორიდან, კერძოდ 127-ე საკნიდან – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, ნათესავებსა და მტრებსაც, თუმცა ეჭვი მეპარება მტრები მყავდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია მაშინ, როცა ბევრმა თანაგძრნობაც ვერ გამოიჩინა.
ხოო, მე დღეს უკვე 240 დღეზე მეტია, პატიმარი ვარ. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არსებობს ჩემს სანაცნობო წერეში, ვინც ამას ივარაუდებდა, არ ვიცი.
იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე? გეტყვით და თავად განსაჯეთ რა ან რატომ უნდა გამენადგურებინა? წითელი ჟაკეტი, შავი შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი, შავი ჰუდი და საქართველოს ეროვნული დროშა, ვსო ეს არის და ეს.
დროშამ ჩემი კანონდარღვევა დაადასტურა? ნუთუ ეს იგივე არ არის, რომ სააღდგომო კვერცხის ტარება ამიკრძალონ? ევროპა ქართველობას გვართმევს? და ამ დროს „ოცნება” საქართველოს დროშას ნივთმტკიცებად ინახავს. ნუთუ დროშის ქონა საქართველოს სიყვარულის გარდა სხვა რამეს ამტკიცებს? იცით, ციხეს ერთი პლუსი აქვს – გამოააშკარაოს შენი გარემოცვა, გაწმინდოს ნაგვისგან შენი მომავალი. მე ვიმახსოვრებ ყველაფერს და ნურავის გაუკვირდება ნურაფერი, როცა ამის დრო მოვა. სამართალი იზეიმებს, რადგან სამართალი და სიყვარული თვით უზენაესი ღმერთია. ღმერთი, რომელიც არს ჩვენთან.
ღმერთმა გვიკურთხოს საქართველო!”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო