“იცით, “ნაპოლიში” მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?” – ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

“პარტენოპეის” ყოფილმა ნახევარმცველმა მირკო ვალდიფიორიმ ერთმანეთს კალცონა და მაცარი შეადარა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მათ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ.
“კალცონას დიდი ხანია ვიცნობ. ის ყოველთვის მაურიციო სარის გვერდით იყო. ის “ემპოლიში” და “ნაპოლიში” მავარჯიშებდა. ფრანჩესკოს სარის სახით საუკეთესო მასწავლებელი ჰყავდა და თავი სლოვაკეთის ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინა.
კალცონა მაცარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია. იცით რას აკეთებდა, სარის მუდამ ყურადღებით უსმენდა და მის სათამაშო
სქემებს სწავლობდა”, – განაცხადა ვალდიფიორიმ.
ცნობისთვის, “ნაპოლის” მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბათ, მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში