“იციან, რომ ხვიჩა შვილებზე არანაკლებ მიყვარს, მხვდებიან და მეუბნებიან…” – ტიტე კვარაცხელია

ტიტე კვარაცხელია:
იციან, რომ კვარაცხელია ვარ და ხვიჩა შვილებზე და შვილიშვილებზე არანაკლებად მიყვარს, ჰოდა: მხვდება ერთი: -ააა, ჩაკვეს პასებიიიი; მხვდება მეორე: -მამარდა კარებში რომ არ იდგეს; მხვდება მესამე: -კიტე რომ არ დამტვრეულიყო, შეიძლება მოგვეგო; მხვდება მეოთხე: -ქოჩორააა, ოოოოო მხვდება მეხუთე: -მიქაუტა პირველია… პ.ს. ბოღმა ტაქტსაც აკარგვინებს თურმე ადამიანს, ოღონდ კვარა არ აღიარონ, აი, ის რომ გაეტანა…. წალენჯიხა ყველაფერში ჩემპიონია, კვარა წალენჯიხელია, წალენჯიხამ, ერთადერთმა მთელ საქართველოში, ოპოზიციის მერი აირჩია და ამით დაამტკიცა, რომ ევროპელია, ამით დაამტკიცა, რომ დინების წინააღმდეგ ამაყად მიცურავს! პ.ს. მე ასე არასოდეს მოვიქცეოდი.

ასევე დაგაინტერესებთ