იყო საუბარი საპენსიო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ – კობახიძე

საუბარი იყო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი მ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაგეგმილია და ყველა საკითხი განხილული იქნება.
„რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. პარლამენტში ეს დაგეგმილია, ბატონმა მ ეს განაცხადა, ყველა შესაბამისი საკითხი იქნება იქ განხილული, მათ შორის, იყო საუბარი სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. მთავარია, რომ პარლამენტიდან წინადადებები მივიღოთ, ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რაც შეიძლება გაკეთდეს ჩვენი პენსიონერებისთვის, რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი მიდგომა, დანარჩენი წინადადებებს დაველოდებით და ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ ამ თემაზე.
რაც შეეხება დევნილების დახმარებას, ეს არის 45-ლარიანი დახმარება, თუმცა, ამის მიღმა, დევნილები სარგებლობენ, ვინც ამას საჭიროებს, სხვადასხვა პაკეტებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და რეკომენდაციაა. უმჯობესია, დახმარება არა სტატუსზე, არამედ კონკრეტულ საჭიროებებზე იყოს მიბმული, ასე უნდა გაგრძელდეს, მთავარია, ვისაც სათანადო საჭიროება აქვს, ყველა შესაბამისი სახსრებით იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ