იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, რომ ეს ყოველივე ჩაეფარცხათ – მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე, უფრო შორეული საქმეების გამოძიებაც შეიძლება

იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, რომ ეს ყოველივე ჩაეფარცხათ – მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე, უფრო შორეული საქმეების გამოძიებაც შეიძლება
რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.
ანჯაფარიძის განცხადებით, იყო მცდელობა არაერთი გავლენიანი ძალისგან თუ ორგანიზაციისგან როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, რომ ეს ამბები ჩაეფარცხათ. თუმცა, მისი თქმით, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე და უფრო ძველი საქმეების გამოძიებაც კი შეიძლება.
“რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გვახსოვს, იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ცნობილი ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, ასევე ცნობილი ორგანიზაციებისგან და პირებისგან, რომ ეს ყოველივე უბრალოდ ჩაეფარცხათ. კარგად მახსოვს მათი ფრთოსანი ფრაზა, წინ მომავლისკენ იყურეთ, და წარსული ჩამოწერეთ. მარტო -ს სენატორების მრისხანე წერილები რად ღირს , ხელი არ ახლოთ “ნაცმოძრაობასო”. მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე. უფრო შორეული წარსულის მოვლენების და საქმეების გამოძიებაც შეიძლება.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს