იქნებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს, რადგან ძალიან ბევრი პრობლემური შემთხვევაა ამასთან დაკავშირებით

იქნებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს, რადგან ძალიან ბევრი პრობლემური შემთხვევაა ამასთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ისე მოხდეს, რომ ნაკვეთთან მისასვლელი გზა ჰქონდეს მფლობელს. ამის შესახებ ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც პარლამენტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი დგებუაძემ წარუდგინა.
„მოგესალმებით. მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. ბევრი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა და მადლობა ხელისუფლებას ამისთვის. თუმცა, არის ბევრი ისეთი შემთხვევა, როცა დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა არ აქვს. იქნებ რეესტრმა ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს და ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს. ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი და გთხოვთ გაითვალისწინოთ,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
გიორგი დგებუაძემ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს იმ მოქალაქეებს ვინც მსგავსი ფაქტის წინაშე დგას, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტო მაქსიმალურად ეცდება, ხარვეზები გამოასწოროს.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს