„იქნებ ადამიანებსაც კლავდა? იქნებ ყველა მასსავით კორუმპირებულია, ვინც მის მთავრობაში იყო?“ – გია ჯაფარიძე

პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილზე:
„მთლიანობაში 5 წელი იყო პრემიერ-მინისტრი, 1 წელი შინაგან საქმეთა მინისტრი, 1 წელზე მეტი იყო თავდაცვის მინისტრი, ანუ ქოციანობის 13 წლიდან ტიპი სულ იყო უმაღლეს თანამდებობებზე, დეპუტატიც იყო და პარტიის თავმჯდომარეც. ახლა აღიარებს, რომ ქართველ ხალხს ძარცვავდა.
და ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ბიძინა ივანიშვილს?
და ქართული ოცნება არაა დამნაშავე პარტია? ქართული ოცნება არ ძარცვავდა ხალხს?
იქნებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც ღალატობდა? იქნებ არჩევნებსაც აყალბებდა? იქნებ ადამიანებსაც კლავდა? იქნებ ყველა მასსავით კორუმპირებულია, ვინც მის მთავრობაში იყო?
და როდის არ ვიყავით მართალი, როცა ვამბობდით, რომ ესაა ანტიქართული, საქართველოს მტერი ხელისუფლება?“