იქნება თუ არა “კვარა” პსჟ-ის “ლივერპულთან” მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციაში სასტარტოში?

ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ „ლილს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი „ლივერპულთან“ 6 მარტს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირებისათვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება. 27 თებერვალს არნე სლოტის გუნდმა სახლში „ნიუკასლს“ 2:0 მოუგო, პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და პარიზულ გუნდთან შეხვედრამდე დაისვენებს.
„პარიზიენის“ ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია და „ლილთან“ ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს. შეტევაში ეჭვს არ იწვევს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას თამაში, , ალბათ, ზედიზედ მეხუთეჯერ მოხვდება სასტარტოში, თუ ესპანელმა სპეციალისტმა უპირატესობა გონსალო რამუშს არ მიანიჭა,
რომელმაც თასზე „სტად ბრიოშინთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან პარიზელთა რიგებში პირველად მოახერხა ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა.
პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): დონარუმა, ნევეში, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, დუე, ლი, კვარაცხელია (ან რამუში), დემბელე, ბარკოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში