იქნება თუ არა აშშ-ის სანქციები „რუსულ კანონზე“ – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.
მორიგი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტით შეშფოთებულები არიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას, მეთიუ მილერი პასუხობს:
„ახლა ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუ ის[კანონპროექტი] წინ წავა, თვალყური ადევნეთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.